რომელმაც მეღვინეობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გამართა. სემინარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა:
“ჩემს საკუთარ ვენახში გავხსენი სკოლა, უფასო, მეღვინეთა ასოციციების წარმომადგენლებისთვის, როემლიც ასევე შევქმენით წინა თვეები ღვინის ფესტივალების ფარგლებში. ჩამოსულია საქართველოს 5 რეგიონიდან 30 მეღვინე. ასე იქნება აქ ყოველდღე, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სეზონზე და საერთოდ მომავალშიც, იმიტომ, რომ ჩვენ სადღაც 500–600 მეღვინეს მოვამზადებთ. ჩამოვიყვანეთ ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტი მეღვინეობის დარგში საფრანგეთიდან, პროფესორი ჯან მიშელ მუნიე, რომელიც ასწავლის ქართველ მეღვინეებს ტექნოლოგიებს. ასწავლის როგორ გავიდეთ მსოფლიო ბაზრებზე. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული რუსულ ბაზარზე, რადგან რუსეთმა გაუხსნა და დაუხურა ბაზარი მოლდოვას 2 წელიწადში. ხაფანგში გვეპატიჯება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს და ეს არის მძიმე შეცდომა, მხოლოდ რუსულ ბაზარზე ორიენტაცია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიშელ მუნიემ ისაუბრა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც საფრანგეთში სულ ორი თვის წინ გაჩნდა:

“ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ვაპირებ პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ ეს საქმე ვაკეთო ინტენსიურად. განათლებაზე გადავერთო მთლიანად. განათლება არის ჩვენი “აქილევსის ქუსლი”. მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგში და ამ ვენახს მე პრაქტიკულად მთლიანად მივუძღვნი იმას, რომ საქართველოში მევენახეობა აღორძინდეს. მინდა, რომ სანიმუშო ქარხანასავით გავაკეთო. ასევე ავაშენეთ აუდიტორია ხისგან, კარგია და კომფორტული. მომავალში ამით დავკავდებით ინტესნსიურად, რომ მომავალში მევენახეებს გააჩნდეთ პერსპექტივა. გაუჩნდეთ ცოდნა, რაც მთავარია. ცოდნა არის ჩვენი მთავარი იარაღი, რომ არავინ აღარ დაგვაშანტაჟოს ღვინის ბაზრის დაკეტვით. ბევრი კარგი ადამინია მეღვინეთა ასოციაციაში და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მეღვინეობის ვადა გრძელდება. მე ვარ დამწყები მეღვინე. ახლა, ამ ყველაფერს ჩავიწერ და რასაც მოვკიდებ ხელს, მივიყვან ბოლომდე. ვისწავლი მაგარი ღვინის დაყენებას და შემდეგ სეზონზე ყველას ვპატიჟებ ჩემს ღვინოზე. ”