“ქართული სახელმწიფოებრიობის შენება ყოველთვის საერო ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა, მაგრამ ეკლესია ყოველთვის იყო იმ ძალის ჩამდგმელი, რომელიც ამ პროცესს აცოცხლებდა. ეკლესია ძნელბედობის მომენტში ერის კონსოლიდაციას ახორციელებდა. საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციით აღიარებული ისტორიული როლის ხაზგასმა საკონსტიტუციო შეთანხმების მეშვეობით მოხდა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ერთგულებას ამ შეთანხმებისადმი, მე ვიქნები მისი დაცვის გარანტი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკონსტიტიციო შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულია 2002 წელს, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ და პატრიარქმა ილია მეორემ. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



