ახალი ამბები

ივანიშვილი: მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშნავს

19 სექტემბერი, 2013 •
ივანიშვილი: მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშნავს

ივანიშვილის თქმით, იმ ძალებს, რომლებიც ავრცელებენ “ჭორებს”, რომ იგი რეალურად მხარს არ უჭერს მარგველაშვილის კანდიდატურას, არაფერი გამოუვათ:

 

“მოვუწოდებ მათ, პატიოსან ბრძოლაში გაეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს… რადგან გიორგი მარგველაშვილი დავასახელე, სწორედ ის მიმაჩნია ერთადერთ კანდიდატად. გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება, იცოდეთ, რომ ჩემთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშავს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მარგველაშვილის გამარჯვება 27 ოქტომბრის არჩევნებში იქნება საქართველოს გამარჯვება:

 

“ამით ჩვენ საქართველოს წინსვლასა და სტაბილურობას მივცემთ ხმას. გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ მიღწევებზე, რაც ქვეყანას აქვს შარშანდელი არჩევნების შემდეგ.

 

“შარშან მე დაგპირდით, რომ გავათავისუფლებდით ქვეყანას მოძალადე ხელისფლებისაგან, მშვიდობიანად, არჩევნების გზით, კონსტიტუციის ფარგლებში. ეს იყო ჩემი მთავარი დანაპირები და მე ეს დანაპირები შევასრულე. დღეს ჩვენ ყველანი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ხდება საქართველოში, როცა პრეზიდენტი ამთავრებს საკონსტიტუციო ვადას და ხდება ახალი პრეზიდენტის არჩევა:

 

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოძალადე ერი არ ვართ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, ხელისუფლებებს აქვთ ხოლმე ცდუნება დაიმორჩილონ სასამართლო:

 

“დღეს შემიძლია თამად ვთქვა, რომ სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების ზეწოლისგან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზებულია და ხალხის სამსახურში დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი