ახალი ამბები

სერგეენკო: სახელმწიფო 81 ამბულატორიის მშენებლობას დააფინანსებს

19 სექტემბერი, 2013 •
სერგეენკო: სახელმწიფო 81 ამბულატორიის მშენებლობას დააფინანსებს

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდავის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა: 

 

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მოიწონა მთავრობამ. ეს არის 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობია დაწყება და ერთი გადაუდებელი კლინიკის, “ემერჯენსის” მშენებლობა. ამ პროექტს სახელმწიფო დააფინანსებს. 81 სოფლის ამბულატორიაში იყო ჩადებული ის ლოგიკა, რომ საქართველოს 60 რაიონის მუნიციპალიტეტებიდან მოეწოდებინათ ინფორმაცია, სად არის  ყველაზე კრიტიკული წერტილები, თითო წერტილში თითო ამბულატორია რომ გავხსნათ. გარდა ამისა, საზღვრისპირა და პოტენციული კონფლიტის არეებში დამეტიბითი 20 ამბულატორია აშენდება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი