ახალი ამბებისამართალი

მოსამართლე, ვინც “ბახალას” 8 წელი მიუსაჯა, უვადოდ დანიშნეს

23 თებერვალი, 2018 • 2952
მოსამართლე, ვინც “ბახალას” 8 წელი მიუსაჯა, უვადოდ დანიშნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძე, ვინც გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 8 წელი მიუსაჯა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშნა.

2018 წლის 31 იანვარს შორენა გუნცაძემ 0.3726 გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის “ბახალა”დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ბახალას” ბრალი არ უღიარებია. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

შორენა გუნცაძის გადაწყვეტილება იურისტების კრიტიკის მიზეზი გახდა. კერძოდ, ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გიორგანაშვილის (“ბახალას”) საქმეზე მოსამართლეს შეეძლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე კანონის არაკონსტიტუციურობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიემართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი