ასლან აბაშიძის მთავრობის ჩინოვნიკი ნინო ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელად აჭარაში გასულ კვირაში წარადგინეს.
ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდის ჩინოვნიკი უხელმძღვანელებს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს ხელვაჩაურშიც. შტაბის ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ანზორ დევაძეს ჩააბარეს.
ბათუმის შტაბს „სახალხო კრების“ ყოფილი წევრი თემურ ჭანტურიშვილი ხელმძღვანელობს. ქობულეთში ნინო ბურჯანაძის შტაბის უფროსი ნუგზარ კაკალაძეა – ქობულეთის საკრებულოს წევრი უმცირესობიდან. საკრებულოში ის ზურაბ ნოღაიდელის პარტიული სიით შევიდა.
ნინო ბურჯანაძის შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თეკლა მჭედლიძის ინფორმაციით, ხულოში ბურჯანაძის
შტაბს გაზეთ „ხულოს“ რედაქტორი ზურაბ ტუნაძე ხელმძღვანელობს. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
ქედაში კი პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელობა ზურაბ ავალიანს ჩააბარეს. წარსულში მას სამართალდამცავები ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის გამო ედავებოდნენ. იგი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. იმ პერიოდში ბათუმში ნინო ბურჯანაძის პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.
„თავდაპირველად პროკურატურა 26 წელს ითხოვდა, მაგრამ ვერც იარაღზე და ვერც ჩანთებზე, რომლებითაც საბრძოლო მასალა ამოიღეს, ჩემი ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინეს. ამის გამო საქმე გადაკვალიფიცირდა და წელიწადნახევარი
მომისაჯეს, რაც მოვიხადე”.



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



