ახალი ამბებისაზოგადოება

ანტიდეპრესანტები დეპრესიის მკურნალობისას ეფექტურია – კვლევა

22 თებერვალი, 2018 •
ანტიდეპრესანტები დეპრესიის მკურნალობისას ეფექტურია – კვლევა

კვლევამ, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა შეისწავლეს 522 კლინიკური შემთხვევა, სადაც 116 477 ადამიანი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ 21 ხშირად გამოყენებული ანტიდეპრესანტი მწვავე დეპრესიის მკურნალობისას უფრო ეფექტურია, ვიდრე “პლასებო აბები”.

BBC-ის ცნობით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დიდია განსხვავება ამ წამლების ეფექტურობის მაჩვენებლებს შორის.

“მეცნიერების განაცხადებით, ამ კვლევამ, რომელმაც დაადგინა, რომ ანტიდეპრესანტები ეფექტურია, მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დებატი დაასრულა,”- წერს BBC.

ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯმა განაცხადა, რომ ამ კვლევამ “საბოლოოდ დაასრულა დაპირისპრება ანტიდეპრესანტებთან დაკავშირებით”.

522 კლინიკური შემთხვევის შესწავლამ დაადასტურა, რომ მოზრდილებში მწვავე დეპრესიის მკურნალობისას მედიკამენტები უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლასები აბები, თუმცა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ზოგიერთი ანტიდეპრესანტი პლასებოზე ორჯერ, ზოგიერთი კი – სამჯერ უფრო ეფექტურია.

“ეს კვლევა არის საბოლოო პასუხი ხანგრძლივ დაპირისპირებაზე, მართლაც ეფექტურია თუ არა ანტიდეპრესანტები დეპრესიის სამკურნალოდ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე ხშირად დანიშნული ანტიდეპრესანტები ეფექტურია საშუალო და მწვავე დეპრესიის სამკურნალოდ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია პაციენტებისა და ექიმებისთვის,”- ამბობს BBC-სთან საუბრისას წამყვანი მკვლევარი, დოქტორი ანდრეა ჩიპრიანი ოქსფორდის უივერსიტეტიდან.

BBC ასევე აქვეყნებს ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნაკლებად ეფექტური მედიკამენტების ჩამონათვალს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი