ამ დროისთვის ცესკომ 12 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა. მათ შორის არიან საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები: მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, გიორგი ლილუაშვილი, ლევან ჩაჩუა და ავთანდილ მარგიანი.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ რეგისტრირებულ კანდიდატებს, მათ შორის არიან: შალვა ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია), სერგო ჯავახიძე (სამართლიანი საქართველოსთვის), გიორგი მარგველაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო), ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო), დავით ბაქრაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა), კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია).



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



