ახალი ამბები

დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავენ

17 სექტემბერი, 2013 • 1023
დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავენ

“ბატონო ემზარ, მოგმართავთ, რათა სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, პარასკევს, 20 სექტემბერს, უზრუნველყოთ ჩვენი დასწრება და შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ტყემალაძესთან. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს გადაცემებთან („აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“) დაკავშირებული გაურკვევლობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედია-საშუალებასთან საუბრისას ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და ამავე დროს არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ. გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან,”- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც დავით პაიჭაძემ ფეისბუქში გამოაქვეყნა. 

 

აღნიშნულ საკითხზე 18 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძე და დათო პაიჭაძე ვმართავთ ბრიფინგს გამართავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი