ახალი ამბები

ანონსი – 22 თებერვალი

21 თებერვალი, 2018 •
ანონსი – 22 თებერვალი

10:30-ზე გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ყოველწლიური ანგარიშის – „ადამიანის უფლებები მსოფლიოში“ პრეზენტაცია. ღონიძიება მედიისთვის ღიაა. ღონიძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

10:30  კვირას პრესკლუბში რეგიონული მაუწყებლების ხელმძღვანელები მედიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებებს გააკეთებენ.

11:00 საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს. მის: სიონის ქ. N8, “ძველი თბილისი”  (თბილისის ისტორიის მუზეუმი, ივენთ ჰოლი ქარვასლა)

11:00 ახალი პროექტის  პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი  გიგა ზედანია  დაესწრებიან. მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი #32 (წიგნის სახლი „ლიგამუსი“)

12:00 თბილისში მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, გაიმართება პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის საინფორმაციო (აქცია) შეხვედრა მოქალაქეებთან 23 თებერვალს დაგეგმილი მსვლელობის თაობაზე, ასევე მოგროვდება ხელმოწერები მთავრობისთვის წარსადგენი პეტიციისთვის – უსაფრთხო შრომის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების დროული გადადგმის და კანონმდებლობის დახვეწის მოთხოვნით.

14:30 ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში ჯეიმი შეა სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს. მის: შ. დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი