ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

21 თებერვალი, 2018 • 1998
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. 1TV-ის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 13 იყო.

კანონპროექტის მიხედვით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შეძლებს იმაზე მეტი რეკლამის მოზიდვას, რისი უფლებაც ამჟამად აქვს. გარდა ამისა, მას შეეძლება, პროდუქციის 25%-მდე შეიძინოს გარე სტუდიებიდან ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს გამჭვირვალობის ის სტანდარტი, რაც, ზოგადად, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
დოკუმენტს კრიტიკულად აფასებს ტელევიზიებისა და არასამთავრობოების ნაწილი. მათი აზრით, აღნიშნული ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს როგორც სარეკლამო ბაზარზე (საზმაუ, ამ სარეკლამო შემოსავლების გარეშეც გარანტირებულად ფინანსდება ათეულობით მილიონი ლარით. 2018 წელს მისი ბიუჯეტი 50 მილიონს აჭარბებს), ისე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობაზე.
ვრცლად მაუწყებლობის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ, რომლის მიღებასაც მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდნენ, შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე.

ხმაური პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს გამო

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი