ახალი ამბები

დეა გოშხეთელიანის FB პოსტის გამო გამოცემული ერთი შემაკავებელი ორდერი გაუქმდა

20 თებერვალი, 2018 •
დეა გოშხეთელიანის FB პოსტის გამო გამოცემული ერთი შემაკავებელი ორდერი გაუქმდა

დეა გოშხეთელიანის FB პოსტის გამო ყოფილი მამათილის განცხადების საფუძველზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. ამის შესახებ ნეტგაზეთს გოშხეთელიანის ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში (საია) განუცხადეს.

საქმე ეხება ქუთაისის პოლიციის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს, რომლის საფუძველი გოშხეთელიანის ყოფილი მამამთილის მიმართვა გახდა. ყოფილი მამათილი მიიჩნევდა, რომ გოშხეთელიანის მიერ ფეისბუკზე გამქოვეყნებული სტატუსი მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახდენდა.

თუმცა ფეისბუკის სტატუსის გამო გოშხეთელიანის წინააღმდეგ მეორე შემაკავებელი ორდერიც არსებობს, რომელიც თბილისის პოლიციამ მიიღო მისი ყოფილი დედამთილისა და მულის მიმართვის შემდეგ. პოლიციის ამ შემაკავებელ ორდერს საია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ასაჩივრებს.

რატომ შეუზღუდეს დეა გოშხეთელიანს, რომელიც მისი თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მომხდარის შეახებ ფეისბუკზე სტატუსების წერა, შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი