ახალი ამბები

თბილისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

19 თებერვალი, 2018 • 2212
თბილისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

19 თებერვალს, ღამის 1–2 საათზე, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ქვეითი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

შსს-ს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას  ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი