მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის გახსნა ბათუმში
მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის გახსნა ბათუმში

“ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები დღეს მოვედით ბათუმში, რომ დავსწრებოდით შტაბის გახსნას. ეს იყო უაღრესად ამაღელვებელი შეხვედრა იმიტომ, რომ ვნახეთ ასობით ადამიანი, ვინც არის ჩვენი თანამბერძოლი და ვისაც ეკისრება ძალიან სერიოზული ვალდებულება 27 ოქტომბრამდე უაღრესად აქტიური მუშაობის. მივესალმეთ მას, წარვუდგინეთ შტაბის ხელმძღვანელი და ვისაუბრეთ აგრეთვე აჭარის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გავშალოთ მუშაობა აქტიურად ბათუმში და მაღალმთიან აჭარაში,” – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა.

ვიცე- პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, 27 ოქტომბერი იქნება კოჰაბიტაციის დასასრული: 

“სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი იყო მოსული აქ. ძალიან დიდი მოლოდინია ადამიანებში ბრძოლის გაგრძელების და ჩვენ აუცილებლად 27-ში მივაღწევთ იმ გამარჯვებას, რომელიც პირველ ოქტომბერს დაიწყო. ჩვენ გვიწევს ამ თავსმოხვეული კოჰაბიტაციის რეჟიმში მუშაობა და ეს ძალიან რთულია მთავრობისათვის, ძალიან მტკივნეულია ხალხისთვის. ყველას ვაძლევთ პირობას, რომ 27-ში უალტერნატივო და ერთადერთი ღირსეული კანდიდატის გამარჯვებით ეს კოჰაბიტაცია დასრულდება,” – განაცხადა კახი კალაძემ. 

მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი იქნება.

კახი კალაძე და გიორგი მარგველაშვილი
კახი კალაძე და გიორგი მარგველაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *