ახალი ამბები

კალაძის პრესსამსახური: პრეზიდენტის პრესსპიკერი ცრუობს

12 სექტემბერი, 2013 •
კალაძის პრესსამსახური: პრეზიდენტის პრესსპიკერი ცრუობს

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს დავუბრუნდეთ ამ თემას. პრემიერის განცხადებები გადადის სრულ აბსურდში, როდესაც იგი საუბრობს ექვს ვერტმფრენზე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ექვსივე ვერტმფრენი უნდა მომსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტს” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, რეალურად, მთაგორიან ქვეყანაში ეს ტრანსპორტი უნდა გამოყენებულიყო ექსტრემალურ სიტუაციებსა და სამაშველო სამუშაოებისთვის:

კახი კალაძე
კახი კალაძე

 

“დროა, ამ თემაზე უსაგნო დებატები დასრულდეს საზოგადოების ლოგიკური დასკვნით, რომ მთავრობა ცრუობს და, ელემენტარულად, შეუძლებელია, პრეზიდენტმა ექვსი ვერტმფრენით ისარგებლოს. მთავრობა ასევე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ კაბინეტის წევრები არ სარგებლობენ ამ თვითმფრინავებით. ისინი იყენებენ ამ სატრანსპოტო საშუალებას და, უფრო მეტიც, იყენებენ პირადი მოხმარებისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობის წევრებმა უნდა იარონ, მოიზიდონ ინვესტიციები, განახორციელონ სხვადასხვა პროექტი და აშენონ ქვეყანა, ეს ნორმალური და აუცილებელია, მაგრამ სრულიად მიუღებელი და გაუგებარია, როდესაც ისინი თვალთმაქცობენ და, ვითომ, გმობენ ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენებას, ართმევენ ამ ტექნიკას სახელმწიფოს და საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებენ.” 

მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალა წარმოუდგინა. ფოტოზე საქართველოს ვიც -პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეა გამოსახული. მინაწერებიდან ირკვევა, რომ კალაძე ქორწილში მიემგზავრება.

ვიცე–პრემიერის პრესამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მანანა მანჯგალაძის მიერ მედიისთვის წარმოდგენილი ფოტომასალა თვითმფრინაშია გადაღებული და არა ფრანგულ ვერტმფრენში:”თუ სად მიფრინავს კალაძე, მისი პირადი გადასაწყვეტია. სამსახურეობრივ და პირად ფრენებსაც ის თავისი ჯიბიდან აფინასებს. პრეზიდენტის პრესსპიკერი ცრუობს, ეს არის მისი მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაცია.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი