ახალი ამბები

ანონსი: 16 თებერვალი

15 თებერვალი, 2018 • 1860
ანონსი: 16 თებერვალი

10:00 ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა – ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამა


10:30 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით „თბილისი მარიოტში“ გაიმართება შეხვედრა რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განხილული იქნება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრიორიტეტები საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში


10:30  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავენ ადვოკატი მარიამშათირიშვილი და ა/ო “ახალი თაობა- დემოკრატიული საქართველოს ” თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი

თემა: ა.წ. 9 თებერვალს სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია საქართველოს მთავარი პროკურორისმიმართ პატიმარ დაჩი ფელდმანის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არაეფექტიან გამოძიებაზე.


11:00 საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის

მისამართი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/გორგასლის ქუჩა #16


11:00 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: „საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ უპირატესობები და გამოწვევები“

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, (A კორპუსი, III სართული, ოთახი 307)


12:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


12:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2017 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის

თბილისი, სასტუმრო „რუმსი“, დარბაზი „გარდენ ჰოლი“, (მერაბ კოსტავას ქუჩა N14)


12:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


14;00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221


15:00 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძისა და ფრაქციის წევრების შეხვედრა თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დისკუსია გაიმართება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით

შეხვედრის მიზანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში.

თბილისი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)


15:00 სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“ ჩატარდება მრგვალი მაგიდა მედიის უახლესი გამოწვევების შესახებ საქართველოში.


17:00 Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართება ფაბრიკაში (მისამართი: ნინოშვილის ქ. #8).


16:30 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

მასალების გადაბეჭდვის წესი