ნეტგაზეთი | ლეილა აბაშიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი ლეილა აბაშიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი – Netgazeti

ლეილა აბაშიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა აბაშიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ნეგტაზეთს” დაუდასტურეს, რომ იგი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 თებერვლიდან იმყოფება.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს დაიბადა. იგი 1940-იანი წლებიდან მუშაობს კინოში.

მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში: “ქაჯანა”, “გაზაფხული საკენში”, ” ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”, “ჭრიჭინა”, “ჩვენი ეზო”, “აბეზარა”, “შეხვედრა წარსულთან”, “შეხვედრა მთაში”.

მას აქვს მიღებული საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდებები.

ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალზე მიიღო პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში “შეხვედრა წარსულთან”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com