ნიგერიის საგამოცდო ადმინისტრაციის თანამშრომელი გაუჩინარებული ფულის შეჭმაში გველს ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცდების ცენტრის თანამშრომელმა იმ აუდიტორებს განუცხადა, რომლებიც ცენტრიდან 36 მილიონი ნიგერიული ნაირას (დაახლოებით $100 ათასი) გაუჩინარების საკითხს იკვლევენ.
BBC-ის ცნობით, ფილომენა ჩაიშე ნიგერიის გამოცდების საბჭოში მუშაობს, სადაც მას გამოცდის თანხის შეგროვება ევალება. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა BBC-ის უთხრეს, რომ მათი თანამშრომლის მიმართ დისციპლინარული მოკვლევა მიმდინარეობს.