ახალი ამბებიგართობა

ქართველი დიზაინერის სათვალე, რომელიც მსოფლიო მოდის ბაზარს იპყრობს

12 თებერვალი, 2018 • 5226
ქართველი დიზაინერის სათვალე, რომელიც მსოფლიო მოდის ბაზარს იპყრობს

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც სათვალე წვრილი, ლურჯი და ვარდისფერი შუშით საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა, თუმცა ბევრ ონლაინ მაღაზიაში კოლექცია უკვე მთლიანად გაყიდულია. აქსესუარის შემქმნელი დიზაინერის კოლექციებზე წერენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა Dazed, Vogue და Elle. ეს დიზაინერი კი- არც მეტი, არც ნაკლები- ქართველი გიორგი ქებურიაა.

გავლენიანი ბრიტანული ჟურნალი Dazed, რომელიც მოდას, კინოს, მუსიკას, ხელოვნებასა და ლიტერატურას აშუქებს, ქებურიას სათავლის შესახებ წერს, რომ ის აერთიანებს კატის თვალის სილუეტს, ფუტურისტულ მონახაზებსა და 90-იანების ესთეტიკას, რაც ერთდროულად კლასიკურ, უცნაურ და თანამედროვე სტილს ქმნის.  მარტივი, თუმცა თამამი ფორმის გამო, სათვალე სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქსესუარის ღირებულება არის $190.

“უცნაურია, ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ სათვალე მათ სახეს არ უხდება, თუმცა მაინც ყიდულობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ სათვალე მათ თვითდაჯერებულობას მატებს” – ამბობს ქებურია Dazed-თან. 


დღეს, როდესაც 90-იანების ჩაცმულობა კვლავ აქტუალური ხდება, ქებურიას სათვალეზე არჩევანი არაერთმა ვარსკვლავმა შეაჩერა, მათ შორის, რიანამ, სოლანჟ ნოულსმა და ჯიჯი ჰადიდმა. როგორც Who What Wear წერს, სათვალის ტარება უმჯობესია ცხვირის წვერისკენ, რაც თვალს ვიზუალურად უკეთეს ფომას აძლევს.

რიანა გიორგი ქებურიას სათვალით

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1625814507441579&set=pb.100000391356261.-2207520000.1518440131.&type=3&theater

ჯიჯი ჰადიდი ქებურიას სათვალით

მომღერალი სოლანჟ ნოულსი ქებურიას სათვალით

Victoria’s Secret-ის მოდელი, ელზა ჰოსკი ქებურიას სათვალით

A post shared by elsa hosk (@hoskelsa) on

ქართველ მომხმარებელს სათვალის ყიდვა Buyers-ის საიტზე შეუძლიათ, სადაც მათი ფასი 300 ლარია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი