ახალი ამბები

ნორლანდი: აშშ-ს ეამაყება ლუგარის ლაბორატორიის აშენება

9 სექტემბერი, 2013 • 1361
ნორლანდი: აშშ-ს ეამაყება ლუგარის ლაბორატორიის აშენება

“როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, რატომ აშენდა ის, პასუხი ასეთია: ამ ლაბორატორიამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანსა და ცხოველებში ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილებას. მას აქვს რეგიონული მნიშვნელობა და იმისთვის, რომ ის თვითკმარი გახდეს, საჭიროა ბევრი სამეცნიერო კვლევა ჩატარდეს”, – განაცხადა ნორლანდმა.

 

მისივე თქმით, ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალეა ყველასთვის:

 

“მათ შორის მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. აშშ-ს ეამაყება ამგვარი ლაბორატორიის აშენება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი, შეიძლება ითქვას, ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდა საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

ლუგარის ქართულ–ამერიკული ლაბორატორიის შექმნისთვის, რომელიც 2011 წელს გაიხსნა, აშშ–ის მთავრობამ 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი