ახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც 71 მგზავრი გადაჰყავდა

11 თებერვალი, 2018 •
რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც 71 მგზავრი გადაჰყავდა

დღეს, 11 თებერვალს, “სარატოვის ავიახაზების” თვითმფრინავი, რომელსაც 71 მგზავრი გადაჰყავდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის დროს ჩამოვარდა.

ria.ru-ს ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან 2 წუთში ჩამოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ბორტზე ერთი ბავშვიც იყო.

ავიახაზების პრესსპიკერის, ელენა ვორონოვას ცნობით, თვითმფრინავი გამართული იყო. ის 2010 წლიდან ახორციელებდა ავიარეისებს.

ria.ru–ს ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რუსეთის ფოსტის ვერტმფრენებს შეეჯახა, რაც ფოსტამ უარყო და განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ვერტმფრენები.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო დაიწყო გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მართვის უსაფრთხოების დარღვევაზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომლის ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელიც გამოიძიებს კატასტროფის მიზეზს, ასევე დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ მგზავრთა სამძებრო ღონისძიებები აწარმოონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი