ახალი ამბები

ტელეხიდი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხზე [VIDEO]

6 სექტემბერი, 2013 •
ტელეხიდი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხზე [VIDEO]

ტელეხიდის მონაწილეები რუსეთის ფედერაციიდან იყვნენ სერგეი გლაზიევი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ივან მაშუკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დიმიტრი პოლიანსკი, რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს პირველი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვიტალი ზოლოჩევსკი, დუმის დეპუტატი და სხვა მაღალჩინოსნები. 

 

საქართველოს მხარეს ტელეხიდში ვან ბაიბურთი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ვალერი ხაბურძანია, უშიშიროების ყოფილი მინისტრი, “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი, ბორის მაჟუკოვი, საერთაშორისო ტელერადიოკომპანია “მირ”- ის საქართველოს ფილიალის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” თანათავმჯდომარე, ნანა ჯაფარიძე, პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი წარმოადგენდნენ.

 

ევრაზიის კავშირისა და საქართველოს მასში ინტეგრაციის საკითხის შესახებ განმარტება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა:

 

“თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?! საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი