საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ერთადერთი ადამიანია, ვინც დროებით საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობს:

 

“მთავარი დარღვევა არის ის, რომ ამდენი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, ის დარჩა ერთადერთ ადამიანად, რომელიც კომისიასთან არ თანამშრომლობს, ბევრ ასეულს შორის, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა გვქონდა. ინფორმაციას ვითხოვდით, წერილობით მივმართავდით, ის არის ერთადერთი, რომელმაც დღემდე აბსოლუტურად არაფერი წარმოადგინა. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რადგან კარგად ვიცი, რომ ესმის და აცნობიერებს, რასაც აკეთებს.”

 

ხიდაშელის განმარტებით, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა:

 

“დღეს გვარამიაა დირექტორი და, შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება ამ კითხვებზე გასცეს პასუხი. ამიტომ მე აღარ ვაპირებ მისთვის არც ერთი წერილის გაგზავნას, ჩვენ დავიბარებთ მას დაკითხვაზე და იმედია, მობრძანდება პარლამენტში და გაგვცემს ყველა კითხვაზე პასუხს… არც ერთი ფურცელი, დოკუმენტი ჩვენ “რუსთავი 2″–სგან არ მიგვიღია და მუდმივად ვიღებთ მისგან რაღაც ბელეტრისტიკულ წერილებს იმის შესახებ, თუ რა უფლებები არ აქვს საგამოძიებო კომისიას. ის კარგი იურისტია და ზუსტად ვიცი, რომ კანონების კითხვა იცის, თუმცა გასაგებია, რატომაც უჭირს ჩვენს კითხვებზე პასუხების გამოგზავნა”.

 

ხიდაშელის ინფორმაციით, ტელეკომპანია “საქართველოს” ფინანსური ქმედებები მიზნად  “რუსთავი 2”-ისთვის სარგებლის მოტანას ისახავდა. დეპუტატი ასევე ამტკიცებს, რომ  იკვეთება “რუსთავი 2”-ის არაპირდაპირი ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ნიშნები:

 

“შემდეგ ანგარიშში ჩვენ უკვე ამ სქემას დეტალურად წარმოგიდგენთ. ფინანსურ სქემას, რომელსაც ტელეკომპანია “საქართველო” ახორციელებდ,ა ყველა ნაბიჯი პრაქტიკულად, რომელიც იდგმებოდა, არის მოტივირებული არაპირდაპირი სიკეთის მიღებით “რუსთავი 2″–ისთვის. ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს “რუსთავი 2″–ის არაპირდაპირ დაფინასნება სახელმწიფო ბიუჯეტისაგან, რომ აღარაფერი ვთქვათ პირდაპირ დაფინანსებაზე, რომელსაც პირდაპირ იღებდა “რუსთავი 2″ სახელმწიფოსგან.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *