ახალი ამბები

ანონსი, 9 თებერვალი

9 თებერვალი, 2018 • 1551
ანონსი, 9 თებერვალი

გთავაზობთ 9 თებერვალს, პარასკევს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:

 


16.00  საინიციატივო ჯგუფი გამართავს პრესკონფერენციას, სადაც  გამოაცხადებს ახალი კამპანიის დაწყებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და წარადგენს 6-პუნქტიან გეგმას კრიზისის დასაძლევად! პრესკონფერენცია გაიმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისში, მისამართზე დ.აღმაშენებლის #61

16:00  მითების დეტექტორის ლაბორატორიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. მისმართი: IREX-ის მულტიმედია განათლების ცენტრი, თბილისი, ალ. ჭავჭავაძის ქ. 10

19:00 თიბისი ბანკი  პროექტ „12“-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციას გამართავს.  პროექტი  „12“  ახალგაზრდა ხელოვანების მხარდასაჭერი პლატფორმაა, რომელიც წელს პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება. სპეციალურად პროექტისთვის,  12 ახალგაზრდა არტისტის მიერ  შეიქმნა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ინტერპრეტაცია ციფრულ ხელოვნებაში, ანიმაციაში, საუნდში, ვიდეოსა და სხვა თანამედროვე ფორმატებში. მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის #1, თავისუფლების მოედანი

19.00  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ქართველი სინოლოგებისათვის გაზაფხულის სადღესასწაულო მიღებას გამართავს. ეს ღონისძიება  ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება ტრადიციულად.  მისამართი:  საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი