ახალი ამბები

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

6 სექტემბერი, 2013 •
სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ცესკომ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, საპრეზიდენტო სუბიექტად რეგისტრაციაზე უარი 3 სექტემბერს განუცხადა. ცესკოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის საია და “სამართლიანი არჩევნები” არ ეთანხმებიან. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს საია იცავდა.

 

“დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი შავი დღე საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში. დღეს იყო ტესტირება, საქართველოს გააჩნია თუ არა ამდენი ბრძოლის შემდეგ დამოუკიდებელი სასამართლო. სამწუხაროდ, ის განაჩენი, რაც გამოტანილი იქნა, არანაირ არგუმენტს არ ეყრდნობოდა. ჩვენ ერთი საათი ვიცდიდით იმისთვის, რომ არანაირი არგუმენტი არ მოგვესმინა. დღეს შეიძლება კიდევ ერთხელ ითქვას, რომ საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, დღეს კიდევ ერთხელ სასამართლო მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად უზღუდავს ადამიანს, რომელსაც გარკვეული შანსები გააჩნია, კანდიდატობას. ცხადია, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პორცესის დასრულების შემდეგ.

 

ზურაბიშვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი დღის ვადაში შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი