ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელეთან აქცია მიმდინარეობს

6 სექტემბერი, 2013 • 1187
საზოგადოებრივ მაუწყებელეთან აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს არ უნდა განიხილოს გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რადგან ისინი აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟრებული პროცესი.

 

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

“ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს დესტრუქციული ხასიათის მოვლენებს. არავითარ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელში არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი, დღის წესრიგიდან უნდა იყოს მოხსნილი გადაყენების საკითხი, 27 ოქტომბრამდე ეს თემა უნდა იყოს დახურული”, – აცხადებს “ახალგაზრდა უფლედამაცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ სასტვენები, მეგაფონი და სკანდირებენ – “არ გაბედოთ!” “მაუწყებელი ხალხს!”

პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მართავს სხდომას. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ერთადერთი საკითხის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს არხის გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებას.

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

მასალების გადაბეჭდვის წესი