ახალი ამბები

ანჯელინა ჯოლის საპატიო ოსკარს გადასცემენ

6 სექტემბერი, 2013 • • 2550
ანჯელინა ჯოლის საპატიო ოსკარს გადასცემენ

ჟან ჰერშოლტის სახელობის ჯილდო, რომელიც მსახიობს გადაეცემა ერთ–ერთია 4 საპატიო ჯილდოდან, რომელსაც კინოაკადემია წელს გადასცემს. 

 

მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ინტენსიურად თანამშრომლობდა საგარეო ურთიერთობების საბჭოსთან და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის ოფისთან. თანამშრომლობის ფარგლებში ჯოლი ლტოლვილთა არაერთ ბანაკში იმყოფებოდა.  მსახიობს მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის 1999 წლის ფილმში“Girl, Interrupted”.

 

ჯოლის გარდა, საპატიო ოსკარი მსახიობ ანჯელა ლენსბერის გადაეცემა. კარიერის მანძილზე იგი სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმებისთვის “დორიან გრეის პორტრეტი”, “მანჯურიელი კანდიდატი” და “Gaslight”. ასევე საპატიო ოსკარი გადაეცემა სტივ მარტინს, რომელმაც ოსკარს 3–ჯერ უმასპინძლა,  სტივი მარტინი ცნობილია მისი მრავალმხრივობით, მას იცნობენ, როგორც მსახიობს, მუსიკოსს, მწერალს და კომიკოსს.

 

კიდევ ერთი ოსკარი გადაეცემა პიერო ტოსის, რომელიც კოსტიუმების დიზაინერია. იგი მუშაობდა იტალიელ რეჟისორთან ლუკინო ვისკონტისთან, ფილმებისთვის “როკო და მისი ძმები” და “თეთრი ღამეები”.

 

ი.ჯ. ტალბერგის სახელობის საპატიო ჯილდოს აკადემია პრიოდულად გადასცემს პროდიუსერებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის. 3 წელია აღნიშნულ ჯილდოზე არავინ წარუდგენიათ. 2010 წელს ტალბერგის ჯილდო რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას გადასცეს.

 

ლაურეატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აკადემიამ სამშაბთს, შეხვედრის შემდეგ მიიღო, თუმცა ხუთშაბათამდე არ გაუვრცელებიათ. კინოაკადემიის პრესსპიკერის განცხადებით, საჯარო დასახელებამდე  ჯერ თავად ლაურიატებს უნდა დაკავშირებოდნენ და ეს ინფორმაცია მათთვის მიეწოდებინათ. 

 

საპატიო ოსკარების გადაცემის ცერემონია 16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო მთავარი დაჯილდოვების ცერემონიალი 2014 წლის 2 მარტს ჩატარდება.

 

სულ 3 სახის საპატიო ჯილდო არსებობს:

 

ი.ჯ. ტალბერგის სახელობის საპატიო ჯილდო,  იმ პროდიუსერებს გადაეცემათ, რომელთა მუშაობამაც მხატვრული კინოს განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. 

 

ჟან ჰერშოლტის ჯილდო,  კინო ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებს გადაეცემათ, ვინც ჰუმანიტარული საქმიანობით გამოირჩევა.

 

საპატიო ჯილდო, რომელსაც კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ.

 

საპატიო ჯილდოებს ტალბერგის ჯილდოს გარდა, ჩვეულებრივი ოსკარის ფორმა აქვთ, ხოლო ტალბერგის სახელობის ჯილდო ტალბერგის  მემორიალის ფორმისაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი