ახალი ამბები

ირანელების აქცია თბილისში ირანის მთავრობის წინააღმდეგ[ფოტო/ვიდეო]

7 თებერვალი, 2018 • 3171
ირანელების აქცია თბილისში ირანის მთავრობის წინააღმდეგ[ფოტო/ვიდეო]

7 თებერვალს თბილისში, ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საქართველოში მყოფმა ირანელებმა ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს.

საელჩოსთან შეკრებილებს ეჭირათ ტრანსპარანტები, წარწერით: “ძირს დიქტატორი”. აქციის ერთ-ერთ მონაწილის პლაკატზე კი ეწერა: “ირანი რეგიონში ტერორიზმისა და დიქტატურის წყაროა”. აქციის მონაწილეებს რევოლუციამდელი(შაჰის) ირანის დროშებიც ეკავათ.

აქცია თბილისში, ირანის საელჩოსთან. 07.02.18

აქცია თბილისში, ირანის საელჩოსთან. 07.02.18

აქცია თბილისში, ირანის საელჩოსთან. 07.02.18

აქცია თბილისში, ირანის საელჩოსთან. 07.02.18

საქართველოში მყოფი ირანელები ისლამური რესპუბლიკის ლიდერების წინააღმდეგ აქციებს ირანში გასული წლის დეკემბერში დაწყებული დემონსტრაციების პარალელურად მართავდნენ. თუმცა საპროტესტო ტალღის შესუსტების შემდეგ აქციები აქაც შეწყდა.

2017 წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ირანის ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებს ათასობით ადამიანი შეუერთდა.  თავდაპირველად პროტესტი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნებით დაიწყო, თუმცა კამპანიამ მალევე მიიღო პოლიტიკური სახე. აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და მთავრობის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას, ასევე ქვეყნის მართვაში სულიერი ლიდერების მზარდ ჩართულობას აპროტესტებდნენ. პოლიციასთან შეტაკებებისას 21 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი