ახალი ამბები

ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს

4 სექტემბერი, 2013 • 1251
ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს

“არც ერთი რეისი არ გადადებულა, არც ჩამომსვლელ რეისებთან დაკავშირებით ყოფილა შეფერხება”, – აცხადებენ აეროპორტში.

 

“ჯერჯერობით არავითარი შეფერხება არ არის გზაზე, თუკი ამინდი გაუარესდა და რაიმე პრობლემა შეიქმნა, აუცილებლად გაცნობებთ”, – განაცხადეს რეგიონული განვითარების სამინისტროში.

 

ასეთივე განცხადება გააკეთეს საქართველოს რკინიგზაში. პრესსამსახურის ცნობით, ყველა მიმართულებით, მათ შორის დასავლეთისკენ მიმავალი რეისები შეუფერხებლად ხორციელდება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.  

მასალების გადაბეჭდვის წესი