ახალი ამბები

შვედეთი მზადაა სირიელ ლტოლვილებს თავშესაფარი მისცეს

4 სექტემბერი, 2013 •
შვედეთი მზადაა სირიელ ლტოლვილებს თავშესაფარი მისცეს

“ყველა სირიელი, ვინც თავშესაფარს ეძებს და ამასთან დაკავშირებით შვედეთს მიმართავს, თავშესაფარს მიიღებს”, – განაცხადა ენი ჰოერნბლადმა, შვედეთის მიგრაციის სააგენტოს სპიკერმა “ფრანს პრესთან” საუბრისას.

 

“ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ძალადობა სირიაში უახლოეს მომავალში არ დამთავრდება”, – აღნიშნა მან.

 

მიგრაციის სააგენტოს ინფორმაციით, სირიელ ლტოლვილებს შვედეთი მუდმივი ცხოვრების სტატუსს მისცემს, თუმცა სტატუსი ძალაში იქნება სამი წლის განმავლობაში, შემდეგ კი თითოეული საქმე ცალ-ცალკე განიხილება.  ენი ჰოერნბლადის განცხადებით, დიდი უმრავლესობა სირიის მოქალაქეებისა, ვინც დღეს შვედეთში ცხოვრობს და დროებითი ცხოვერბის სტატუსით სარგებლობს, ახალი სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლებს საკუთარი ოჯახების შვედეთში ჩამოყვანას.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შვედეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სირიიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა, ანტონიო გუტერესმა ეს ფაქტი “საუკუნის უდიდეს ტრაგედიად” შეაფასა.

 

2012 წლიდან მოყოლებული შვედეთს სირიიდან 14.700–მა თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა.

photo: asianews.it
photo: asianews.it

მასალების გადაბეჭდვის წესი