2018 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აზიის სამ ქვეყანაში – ყაზახეთში, ჰონგ–კონგსა და იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი გაორმაგდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 18%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებულია 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31% შეადგინა.
ქვეყნები, სადაც ღვინის ექსპორტი გაიზარდა:
- ყაზახეთი – 108% (220 776)
- ჰონგ-კონგი 100% (15 486)
- იაპონია – 95% (26 892)
- ლატვია – 90% (116 226)
- უკრაინა – 55%(624 030)
- რუსეთი – 24% (3 534 780)
- პოლონეთი – 13% (177 018)
- ისრაელი – 12% (19 680)
- ნიდერლანდები – 39% (2 248)
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
- რუსეთი (3 534 780)
- უკრაინა (624 030)
- ჩინეთი (250 238)
- ყაზახეთი (220 776)
- პოლონეთი (177 018)
სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 70-მდე კომპანიამ განახორციელა. იანვარში ექსპორტირებულია 1,06 მლნ ბოთლი ბრენდი და 8,2 ათასი ბოთლი ჭაჭა.