“ცესკოს განკარგულება მივიღეთ, სადაც მითითებულია, რომ ურს გვეუბნებიან 29-ე მუხლის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება, ცხადი არის, უსაფძვლოა სრულიად და უკანონონო. ჩვენ ხვალ დილით შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ველოდებით კანონის აღსრულებას სასამრთლოს მხრიდან. მე არსებული კონსტიტუციით მაქვს უფლება და კანონი იქნება დაცული, და სასამართლო იმისთვის არსებობს ამ ქვეყანაში, რომ ყველა ადამიანის უფლებები, მათ შორის ჩემი უფლებები დაიცვას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ცესკომ დღეს გამოაქვეყნა განკარგულება, რომელშიც ნათქვამია:


“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის – საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 ნაწილით დაწესებულია საქართველოს პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთათვის და აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს იმ გარემოებას, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შესაძლებლობას და მოცემულ შემთხვევაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უზღუდავს პასიურ საარჩევნო უფლებას.”

 

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება სასტუმრო “რედისონში”. შეხვედრის დაწყებამდე ზურაბიშვილმა განაცხადა:

 

“ელჩებს გავაცნობ, ჯერ ერთი, დღეისთვის შექმნილ სიტუაციას, რას ვაპირებ და როგორ ვაპირებ. უკვე იციან, რომ კანონი ჩემს მხარეზეა, შემდეგ უკვე გავაცნობ ჩემს კონცეფციას, საპრეზიდენტო ფუნქციებს ახალი კონსტიტუციით, ახალი ინტერპრეტაციით, როგორ ვაპირებ, რომ ეს ფუნქციები შევასრულო, ასევე, რა იქნება მთავარი პრინციპები, რითაც ვიხელმძღვანელებ.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *