ახალი ამბები

ანონსი – 4 თებერვალი

4 თებერვალი, 2018 •
ანონსი – 4 თებერვალი

წარმოგიდგენთ 4 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

14:00 საათზე, ევროპული საქართველოს მე-5 რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი “მოზაიკა”.

14:00 საათზე, მირცხულავას ქუჩა 9-11-ში, სამშენებლო კომპანია “სვეტის” მშენებარე კომპლექსთან იგეგმება მენაშენეთა აქცია. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ამავე მისამართზე მიმდინარე მშენებლობაში არსებულ დარღვევებს და შეჩერებულ სამუშაოებს. საკონტაქტო პირი: მამია კომახიძე – 558919125.

18:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრში გაიმართება ოპერის სოლისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, აღიარებული ქართველი ტენორის – თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი