ახალი ამბები

ელჩი: სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთები დაჯავშნულია

2 სექტემბერი, 2013 •
ელჩი: სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთები დაჯავშნულია

დღეს ჟურნალისტებს ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა განუცხადა, რომ საგარეო უწყება შესაძლებლობის ფარგლებში სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების დახმარებას ცდილობს. საელჩომ უკვე დაჯავშნა ავიაბილეთები საქართველოს 18 მოქალაქისათვის, რომლებმაც ქვეყანა 5 სექტემბერს უნდა დაყოვონ. 

 

ელჩის თქმით, საქართველოს 18 მოქალაქე ბეირუთიდან კაიროში გაემგზავრებიან, კაიროდან- სტამბულში, ხოლო სტამბულიდან თბილისში. მისი თქმით, ასეთია ის მარშრუტი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

“ამჟამად ველოდებით მათგან პასუხს, მისაღებია თუ არა მათთვის ეს შეთავაზება,”- განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა.  

 

სირიაში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სირიის დატოვებისკენ 2011 წლიდან მოუწოდებდა. სამინისტროს განცხადებით, სირიაში აღრიცხვაზე მყოფ 22 მოქალაქიდან 18-მა საქართველოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 მოქალაქე 5 სექტემბრამდე საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს საზღვარზე შექმნილი რიგების გამო. 

 

ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად სირიაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. მისი თქმით, სირიაში “შეზღუდული მოქმედებები” განხორციელდება. ობამა აცხადებს, რომ 21 აგვისტოს აღმოსავლეთ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება გამოწვევაა მსოფლიოსთვის. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი აშშ–ის ეროვნული ინტერესებს საფრთხეს უქმნის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი