დავით ბაქრაძის განცხადებით, ივანიშვილის განცახდება შეიცავს რისკებს: 

“მიმაჩნია, რომ ეს სურვილი და ეს განცხადება შეიცავს სერიოზულ რისკებს ქვეყნისთვის და შემიძლია დაგისახელოთ ის ძირითადი რისკები, რასაც მე ვხედავ; პირველი: ქართული ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც ღრმა კრიზისის მდგომარეობაშია, ეს წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. აძლიერებს არასტაბილურობის განცდას და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის და ქართველო ბიზნესმენისთვის, რომელიც გეგმავს ამ ქვეყანაში ბიზნესის დაწყებას, ასეთი განცხადება ნიშნავს რამდენიმეთვიან გაურკვევლობას და როგორც მინიმუმ რამდენიმე თვე, სანამ არ გაირკვევა, როდის მიდის პრემიერი და ვინ რჩება მის მაგივრად და რა სიტუაციაა ქვეყანაში, თავი უნდა შეიკავოს ბიზნესის გაფართოვებისგან. ამიტომ ასეთი განცხადება ქვეყნის ეკონომიკისთვის არის პირდაპირი კრიზისის გაგრძელება და ეკონომიკური საფრთხის შემცველი.”

 

ბაქრაძის განცხადებით, მეორე ფაქტორი უკავშირდება “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებებს:”არ არის დასამალი, რომ ქართველი ხალხის თვალში ეს დაპირებები და მათი შესრულებაც პირობითად, პირველ რიგში, უკავშირდება პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელს. ამ დაპირებების დიდი ნაწილი დღემდე გახლავთ შეუსრულებელი. მე მაგალითისთვის დავასახელებდი 100 გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას. დავასახელებდი 230- ლარიან პენსიას. დავასახელებდი იპოთეკარების დახმარებას და კრედიტების დაფარვას. ასეთი დაპირება ბევრია.”

 

მისი თქმით, პრემიერ–მინისტრის წასვლა ნიშნავს იმას, რომ ეს დაპირება დაპირებად დარჩება:”ჩვენი ამომრჩეველი ვერ მიიღებს იმას, რის გამოც ოქტომბერში ხმა მისცა კოალიცია “ქართულ ოცნებას”. მესამე ფაქტორი გახლავთ ხელისუფლების დეფიციტის საფრთხე. ვინაიდან ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, ნუ დაგვავიწყდება, რომ გრძლედება მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ჩვენი ორი რეგიონი არის ოკუპირებული. სირიის კრიზისს შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური გავლენა რეგიონზე და ქვეყანაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში არსებობს შიდა სტაბილურობის პრობლემა. იმ პირობებში, როდესაც დღევანდელ სახელისუფლებო კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ ძირეულად განსხვავებული ხედვა მთელ რიგ საკითხებზე,  ამ ყველაფრის გარანტი გახლავთ მაღალი მხარდაჭერით, ლეგიტიმურად არჩეული პრემიერ–მინისტრი. ასეთი გადაწყვეტილება სიკეთეს ვერ მოუტანს ჩვენ ხალხს.”     

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *