ახალი ამბები

პრეზიდენტის შეთავაზება ოცნებას – ვინც პოლიტიკურ დევნას ახორციელებდა, სისტემიდან დავითხოვოთ

2 თებერვალი, 2018 • 2153
პრეზიდენტის შეთავაზება ოცნებას – ვინც პოლიტიკურ დევნას ახორციელებდა, სისტემიდან დავითხოვოთ

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრაველსობას პოლიტიკური წინადადებით მიმართავს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ სისტემიდან დაითხოვონ ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დევნას ახორციელდებდა, მსგავსი დანაშაულები რომ აღარ განმეორდეს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აქტიურ ფაზაშია შესული საკითხი ე.წ. გირგვლიანის საქმის შესწორებების შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა აღმოფხვრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში, ყოველთვის იყო ჩემი უაღრესი ინტერესის საგანი.

არც წინა ხელისუფლების დროს უნდა მომხდარიყო ის, რაც ხდებოდა, და ბუნებრივია,, ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ ეს მომავალშიც არ განხორციელდეს,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მისი განათლების მინისტრობის პერიოდში შეიქმნა მექანიზმი წინა ხელისუფლების დროს განათლების სისტემიდან პოლიტიკურაი ნიშნით განთავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ:

“მაშინ შეიქმნა კომისია, რომელმაც არაერთი საქმე განიხილა, მაგრამ არა ყველა, და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს და დღესაც ემსახურება ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ისინი გაათავისუფლეს.”

დღეს, როდესაც განიხილება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მინიმუმ უნდა ილაპარაკონ იმ გარანტიებზე, რომლებიც მომავალში დაიცავს მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით დევნისგან.

“ეს არ არის წარსულზე ფიქრი. პრევენციის მიზნით, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელეებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, ვერ განხორციელდება რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებიგან. ამიტომ გირგვლიანის შესწორების ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც პარლამენტმა აღიარა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების არსებობა,” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, სისტემურ დანაშაულეში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა სწორედ ამნისტიის შესახებ კანონის მიხედვით ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დაიწყოს:

“რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავედეს ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს არ განმეორდება.

გარდა ამისა, ამ ნაწილში ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების ან გამოძიების დასწრაფების. დავეხმაროთ მათ იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად უზრუნველყონ და განახორციელონ ეს პროცესი. ამ ნაწილში პარლამენტშიც ვთქვი, რომ მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მათ მივცეთ თავიანთი უფლების განხორციელების უფრო ეფექტური შესაძლებლობა,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამ საკითხზე გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში დაპატიჟებენ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებსა და სხვა საერთაშორისო სფეროს ექპერტებს:

“ანალოგიური მძიმე გამოცდილების სხვა სახელმწიფოები რანაირად აღწევდნენ თავს ამ სირთულეს და რანაირად აფუძნებდნენ უფრო სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას.”

მისი თქმით, ეს არის მინიმუმი, თუ ლაპარაკია სისტემური დანაშაულის აღმოფხვრის წინაპირობებზე.

“რა თქმა უნდა, თვითონ სისხლისსამართლებრივი კანონის დახვეწისთვისაც ნაბიჯებია გადასადგმელი. მე ვლაპარაკობ იმ მინიმუმზე, რომელიც ამ თვალსაზრისით უნდა განხორციელდეს,” – ამბობს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რთულია განსაზღვრო, რას იზამს და რა პოზიცია ექნება მის შეთავაზებაზე საპარლამენტო უმრავლესობას. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ყოფილი თანამებრძოლები მაინც დაუჭერენ მხარს ამ ინიციატივას, რომლებიც ძალიან ცოტანი შემორჩნენ მმართველ გუნდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი