ახალი ამბები

ბაქრაძის თქმით, ადიგენში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

30 აგვისტო, 2013 • 1265
ბაქრაძის თქმით, ადიგენში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

“ხელისუფლებამ ვერ შეძლო აღეკვეთა და თავიდან აეცილებინა ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა, უფრო მეტიც, სწორედ საშემოსავლო სამსახურის გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯები გახდა პირდაპირი მაპროვოცირებელი ფაქტორი დაძაბულობის ამ კერის გაჩენაში. მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანაში სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, სამოქალაქო თანხმობაზე ეკისრება ქვეყნის ხელისფლებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის ხელისფლებამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და, უფრო მეტიც, ზოგიერთი მინისტრის არაადეკვატური განცხადება ამ დღეებში, ფაქტიურად, გახდა ცეცხლზე ნავთის დასხმა დაძაბულობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ სპეციალურად ამ თამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და ახლაც არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, სამოქალაქო თანხმობის გაძლიერება, ერთმანეთის პატივისცემაზე, სიმშვიდეზე და არა აგრესიაზე და ძალადობაზე დამყარებული საზოგადოების შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი