გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და სპეციალური წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი დღეს, 31 იანვარს, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვდრა ნატოს მთავარ ოფისში, ბრიუსელში გაიმართა. ჯოლი და სტოლტენბერგი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთად იმუშავებენ.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ექსტრემისტ ორგანიზაციებთან ბრძოლის დიდი ისტორია აქვს, როგორიცაა თალიბანი და ISIS. მისივე თქმით, ნატოს აქვს პასუხისმგებლობა, ქალთა უფლებების მთავარი დამცველი იყოს.
სტოლტენბერგმა და ჯოლიმ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან და სამხედრო კომიტეტთან გამართეს შეხვედრა, რომელიც შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ:
“გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანჯელინა ჯოლიმ და მე ერთად მუშაობა გადავწვიტეთ და სამ მიმართულებაზე მოვახდენთ კონცენტრაციას: მომზადება, მონიტორინგი და ცნობიერების ამაღლება”
ნატო ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს როგორც ჯარისკაცებისთვის, ისე სამოქალაქო პირებისთვის ოპერაციებში მონაწილეობის დროს. გენდერულ საკითხებში მრჩევლებიც ჩართულნი არიან ამ წვრთნებში. ნატო აპირებს, რომ წვრთნების მიმართულებით მუშაობა გააძლიეროს.
მონიტორინგი და რეპორტინგი ნატოს მეთაურების მთავარი ამოცანა იქნება და ალიანსი უფრო სწრაფი და სისტემატური გზით იმუშავებს, რათა მოძალადეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას. ნატოს განცხადებით, ეს დაგვეხმარება, რომ ქალთა მიმართ ძალადობაა მუდმივად იყოს პრიორიტეტული დღის წესრიგში, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ქცევის შესაცვლელად.
დეკემბერში ანჯელინა ჯოლიმ და იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს სათაურით “რატომ უნდა დაიცვას ნატომ ქალთა უფლებები”.