ახალი ამბები

მუსლიმები პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ

29 აგვისტო, 2013 • 1067
მუსლიმები პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ

როგორც ჭელას იმამის მოადგილე დავით ჩოგაძე აცხადებს, საჩივარი საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე შევა:

 

“არის დანაშაული სახელმწიფო ორგანოების და პიროვნებების მხრიდან ხალხზე ზედმეტი ძალის გამოყენებისთვის და მასხრად აგდებისთვის. მასხრად აიგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, 100–200 ადამიანი ერთად. ცემის გარდა იყო სხვა შეურაცხყოფაც, რაც ადამიანის მოთმინების ფარგლებში არ შედის. სიტყვებით როგორ გითხრათ, პირდაპირ გვაჩვენა პოლიციამ, აი, აჭარლები ამას მიიღებთო. ამას რომ გააკეთებს სახელმწიფოს სადარაჯოზე მდგარი ადამიანი, ის, მე მგონი, ამ თანამდებობაზე არ უნდა იდგეს”, – განაცხადა დავით ჩოგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი