ახალი ამბები

“ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს, ნიშნის მოგებით საუბარი წინსვლას აფერხებს” – უგულავა

30 იანვარი, 2018 • 2295
“ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს, ნიშნის მოგებით საუბარი წინსვლას აფერხებს” – უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს. “ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარზე ნიშნის მოგებით საუბარი და პოლიტიკური პაექრობა ის წინაღობაა, რომელიც ქვეყნის წინსვლას აფერხებს.

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა. 2016 წლის ბოლოს მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება დაიწყო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე, სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარზე გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი