ახალი ამბები

ახალგარემონტებულ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის გამო 7 ადამიანი დაშავდა

30 იანვარი, 2018 • 12800
ახალგარემონტებულ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის გამო 7 ადამიანი დაშავდა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც შვიდი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ადასტურებს.

სამაშველო სამსახურში შეტყობინება დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40–ზე შევიდა. ადგილზე მისული იყვნენ მაშველები. ინციდენტის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და  დახრილი გვირაბის განახლება 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები,  მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი