ახალი ამბები

მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

30 იანვარი, 2018 • 2627
მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. როგორც მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, თერთმეტივე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია და არცერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული არაა.

თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა.

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 7 ადამიანი, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

2016 წლის ბოლოს მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება დაიწყო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე, სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი