მინისტრის თქმით, მიუხედავად მისი სურვილისა, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება კონსტიტუციის ცვლილებას საჭიროებს:
“თუმცა ქვეყანაში კანონები არსებობს, ისინი არის დაწერილი და ამ კანონებს უნდა დავემორჩილოთ ყველა. ვიცი, რომ ქალბატონმა სალომემ ძალიან სერიოზული კონსულტაციები გამართა პარლამენტთან და ამაში დიდი დამსახურებაა ბატონი დავით უსუფაშვილის, ისინი გარკვეულ შეთანხმებამდე ამ ეტაპზე ვერ მივიდნენ, რადგან იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ამისთვის კონსტიტუციის ცვლილებაა საჭირო. თუ კონსტიტუციის ცვლილება მოესწრება არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, ყველას გაგვიხარდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 27 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ის მომხრეა, რომ არჩევნებზე გარემო იყოს რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი.
