როგორც “ნეტგაზეთს” საიას იურისტმა, ქეთი ბებიაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპირებს, რომ ამ პროცესში ჩაერთოს და დაკაბებულებს ადვოკატირება გაუწიოს.

 

ამ მიზნით ახალციხეში საიას გორის წარმომადგენლები არიან ჩასული.

 

აღნიშნულ 6 პიროვნებას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით აქვთ წაყენებული.  გამოძიება მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დებს ბრალს.

გარდა ამ 6 პირისა, დაკავებული რჩება 3 ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე ახალციხის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან. მათ გამოძიება ბრალს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წარუდგენს. 

 

სასამრთლოსთან 20-მდე ადამიანი აქციას მართავს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. 

 

 26 აგვისტოს, ადგინელის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის ჩამოხსნისას მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში 19 ადამიანი დააკავეს.  შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მათგან მხოლოდ 9 დააკავეს, 10 კი მოწმის სტატუსით დაკითხეს და გაუშვეს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *