ახალი ამბები

სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის ერთპიროვნული ლიდერია

25 იანვარი, 2018 • 5137
სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის ერთპიროვნული ლიდერია

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) 12 ტურის შემდეგ იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) ერთპიროვნული ლიდერია. ტურნირის დასრულებამდე 4 დღით ადრე ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 11 მოგება და 1 მარცხია, ხოლო ყოფილ ლიდერ იოკოძუნა კაკურიუს უკვე 2 მარცხი აქვს 10 მოგების საპირისპიროდ.

ქართული სუმოს ქომაგები ფიქრობენ, რომ გამომდინარე დარჩენილი მეტოქეებიდან (როგორც ტაჩინოშინის, ასევე იოკოძუნასი), სუმოში ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოპოვება ლევან გორგაძისთვის ძალიან რეალურია. სპორტის გულშემატკივრები აცხადებენ, რომ ეს არის ნამდვილი სასწაული, რასაც ძალიან დიდი რეზონანსი უნდა მოჰყვეს საქართველოში.

ბაშოს დამთავრებამდე 3 ტურია დარჩენილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტოჩინოშინი დარჩენილ შეხვედრებში დამარცხდება და იმპერატორის თასს ვერ მოიპოვებს, უკვე ნაჩვენები შედეგით რეიტინგში დაწინაურება და ქართველ მებრძოლს მაინც გარანტირებული აქვს წოდების მომატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი