ახალი ამბები

ანონსი – 25 იანვარი

24 იანვარი, 2018 • 1372
ანონსი – 25 იანვარი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას N 7

11:00 საათზე დევნილთა სამინისტროსთან სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება. თემა – კადიროვის სტატუსი

11:00 საათზე საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები იაპონიის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და იაპონიის ელჩის მოადგილესა და მრჩეველს ტომონორი ჰასეგავას შეხვდებიან. მის: ა. ბელიაშვილის ქ #106; მე-3 სართული;

14:15 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, მაია გოიკოვიჩთან. მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

15:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, მაია გოიკოვიჩის ერთობლივი განცხადება პრესისათვის. მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

15:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638.

17:00 “თეთრი ხმაურის მოძრაობა” გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი