10:00 თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ჟ.შარტავას 7
11:00 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ევროკავშირის (EU) მიერ მხარდაჭერილი €12 მილიონიანი პროექტის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა.
11:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის და კომიტეტის წევრების შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხების მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)
14:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N619