ახალი ამბები

რომელი ავიაკომპანიით დაფრინავდნენ საქართველოში ყველაზე ხშირად 2017 წელს [ინფოგრაფიკა]

23 იანვარი, 2018 • 2298
რომელი ავიაკომპანიით დაფრინავდნენ საქართველოში ყველაზე ხშირად 2017 წელს [ინფოგრაფიკა]

2017 წელს ყველაზე მეტი მგზავრი საქართველოს საჰაერო სივრცეში თურქეთის ავიახაზებმა გადაიყვანა, თუმცა კომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების წილი ორ წელიწადში 8%–ით შემცირდა. ამ მონაცემებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მონაცმეები ეყრდნობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების მიერ რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას.

თურქეთის ავიახაზების შემდეგ, მგზავრთა გადაყვანილი რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ავიახაზები მოდის. ამ ჩამონათვალში ეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული. მგზავრების 90% უცხოურმა ავიაკომპანიებმა გადაიყვანეს.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1 205 067 ადამიანით გაიზარდა. 2017 წელს 3 982 313 მგზავრი გადაიყვანეს, ხოლო 2016 წელს- 2 777 246 მგზავრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი