როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, იმის გამო, რომ დაბა ურეკში არ არსებობს წყალმომარაგების ერთიანი ქსელი და მოსახლეობა ძირითადად კერძო ჭაბურღილებით სარგებლობს, არის საშიშროება, ბოლო დღეების წყალდიდობის შედეგად სასმელ წყალი დაბინძურდეს. ამიტომ აუცილებელია, ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მოსახლეობამ, სასტუმროების და რესტორნების მფლობელებმა შეამოწმონ სასმელი წყალი, რომელსაც მოიხმარენ.   

 

“აღსანიშნავია, რომ წყალდიდობის შემდეგ ურეკში წყლის ხარისხის შემამოწმებელი მობილური ლაბორატორია სამი დღის  განმავლობაში მუშაობდა.  თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის,  ურეკში  სასმელი წყლის დაბინძურების  ეჭვის შემთხვევაში, მომავალშიც  გააგზავნოს  წყლის ხარისხის კონტროლი”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე 9300 00 და დატოვოს შესაბამისი შეტყობინება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *