ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას ცნობით, ჩხიტუნიძე ე.წ. კანონიერი ქურდების შეკვეთით დაჭრეს

21 აგვისტო, 2013 • 5009
ბაჩო ახალაიას ცნობით, ჩხიტუნიძე ე.წ. კანონიერი ქურდების შეკვეთით დაჭრეს

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სანდრო გვირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული, საბერძნეთში დაკავებული დავით ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი და უგონო მდგომარეობაში იმყოფება. პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

“ამ კრიმინალებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი დრო მოვიდა და შეუძლიათ შური იძიონ სახელმწიფოზე, მოქალაქეებზე, ყოფილ ან მოქმედ თანამშრომლებზე, რომელთაც დაამყარეს ქვეყანაში წესრიგი. რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ ვითარების გარკვევას, გარწმუნებთ, შემკვეთებიც და შემსრულებლებიც უმკაცრესად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. მინდა ვუთხრა კანონიერ ქურდებს, რომ მათი ,,პალაჟენიის” დანგრევა და წესრიგის დამყარება ჩემი ,,ბრალია” და ამ საქმეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივიყვან ბოლომდე”, – აცხადებს ბაჩო ახალაია 21 აგვისტოს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით, რომელსაც მისი ოჯახის წევრები აახლებენ.

 

დავით ჩხიტუნიძე
დავით ჩხიტუნიძე

ჩხიტუნიძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორ ეპიზოდად) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

 

ბრალდების მიხედვით, ჩხიტუნიძემ, რომელსაც ეკავა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული ოთხი პირი უკანონოდ გამოიყვანა გარეთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი